დღეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმის იმ ნაწილზე ,სადაც გამოყოფილია დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიები. გავეცანით საავტორო უფლებებს და ჩვენ მიერ გამოყენებული სურათების ლინკები შევინახეთ საავტორო უფლებების საქაღალდეში.
ნახვამდის.
მოგესალმებით! აი, დასრულდა მეხუთე დღეც.
იმდენმა მასალამ მოიყარა თავი, ვშიშობ, არაფერი გამომრჩეს. თუმცა ტრენერის გულისხმიერება ამ პრობლემის დაძლევაში დამეხმარება.
დღეს გავეცანით შეფასების დროის ჩარჩოს,ვისწავლეთ სტატისტიკური მონაცემების შესაგროვებელად გუგლ დრაივის ფორმების გამოყენება...მივიღეთ რეკომენდაციები სახლში შესასრულებელ დავალებაზე. ნახვამდის.ხვალამდე..
დღითიდღე უფრო საინტერესო და ინფორმაციული გახდა ჩვენი ტრენინგი.
დგეს გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს.საპროექტო თემიდან გამომდინარე შევარჩიე ზოგადი, თემატური და სინაარსობრივი კითხვები. ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების დამატება და აუდიო და ვიდეო მასალის ატვირთვა...თანდათან ვრწმუნდები, რომ ინტელი ვიუვერის ფონდში არსებული მასალა ამოუწურავია. მადლობა ტრენინგისთვის.
18 ოქტომბერი
მოგესალმებით!
ინტელის ტრენინგის მესამე დღე ძალიან საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული იყო. გავეცანით ბროშურის შაბლონს და თავად შევეცადეთ მისი შექმნა.შევქმენით ბლოგი, ვიმუშავეთ სასწავლო გეგმის პოექტის შაბლონზე,გავეცანით გუგლდრაივის ფვუნქციებს,ავტვირთეთ მასალები. ვფიქრობ, რომ ყოველივე ზემოხსენებული ცოდნა და უნარ-ჩვევა დაგვეხმარება საგაკვეთილო პროცესების ეფექტურად წარმართვაში.